თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შირნაკისა და ჰაკარის პროვინციებში მსხვილმასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ TRT Haber ავრცელებს.

ოპერაცია თურქეთის შეიარაღებული ძალების ანტიტერორისტულ ოპერაციებთან ერთად, სახელწოდებით Pençe Şimşek და Pençe Yıldırım ჩრდილოეთ ერაყში იმართება.

ოპერაციებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟანდარმერიის სარდლობის პირადი შემადგენლობის, ჟანდარმერიის სპეცრაზმი, სპეციალური დანიშნულების პოლიციის და უსაფრთხოების ძალების 5280 თანამშრომელი მონაწილეობს.

ანტიტერორისტული ოპერაციის “ერენის” ფარგლებში, რომელიც თურქეთში მიმდინარე წლის 11 იანვარს დაიწყო, 22 ტერორისტი, მათი 75 თანამზრახველი დააკავეს, ასევე განადგურდა 666 გამოქვაბული, თავშესაფრები, სადაც ტერორისტები იმალებოდნენ და მათი იარაღებისა და საბრძოლო მასალების მარაგები.

Facebook Comments Box