ვერძიმეტი ყურადღება გამოიჩინეთ პირად-სასიყვარულო თემასთან დაკავშირებით. ნუ დაიღლით გონებას არაფრისმომცემი საკითხების ანალიზით, მოეშვით და მიენდეთ სამყაროს.

კუროკარგი დროა იმიჯის შესაცვლელად, იზრუნეთ საკუთარი გარემოს ლამაზად მოწყობაზე. კარგი დღეა, ასევე ოთხფეხა მეგობრის შესაძენად, ის თქვენს ცხოვრებაში სიხარულს შემოიტანს.

ტყუპებიდღეს შეგიძიათ რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეეჭიდოთ, შემოქმედებით და სასიყვარულო სფეროში მოსალოდნელია დიდი ცვლილებები, წარმატებით დააგვირგვინებთ ადრე დაწყებულ საქმეებს.

კირჩხიბისასურველია მოაწესრიგოთ თქვენი სივრცე და ის უფრო კომფორტული გახადოთ. გამოიყენეთ თქვენი ნიჭი და უნარები გარემომცველი სივრცის მოწყობისა და ჰარმონიზაციისთვის.

ლომიპრაგმატული და საქმეებით დახუნძლული დღეა, შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც დიდ როლს ითამაშებს თქვენს კარიერულ წინსვლაში. იყავით თამამი და გაბედული.

ქალწულიდღეს ყველაფერი ხელს გიწყობთ იმაში, რომ თქვენი მიზნების განხორციელება შეძლოთ, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება ფინანსური საკითხის მოწესრიგება და გაბედული მოქმედება.

სასწორიშესაძლოა მოლოდინების გამო იმედგაცრუებული დარჩეთ, დარწმუნდებით რომ თქვენი ქმედება არასწორი იყო, ახლა სჯობს უკან დაიხიოთ და სამოქმედოდ უკეთეს პერიოდს დაელოდოთ.

მორიელიიყავით ყურადღებით რათა სამყაროსგან ბოძებული შანსები დროულად შეამჩნიოთ და გამოიყენოთ. იყავით სტრატეგიული, მაგრამ მოუსმინეთ ინტუიციას.

მშვილდოსანიყველაფერი თქვენს გონიერებასა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული, წარმატებას წარუმატებლობაც მოსდევს და პირიქით, ეს ყველაფერი ცხოვრების ნაწილია. შეინარჩუნეთ ზომიერება.

თხის რქაგრანდიოზულ საქმეების წამოწყებისთვის ხელსაყრელი დრო არ არის, გაიკვლიეთ გზა მიზნისკენ მცირე ნაბიჯებით. ნუ შეცვლით კარდინალურად თქვენს ცხოვრებას, მაგრამ შეცვალეთ სტრატეგია, იყავით უფრო მოქნილი.

მერწყულიდიდია მოტყუების ალბათობა, შესაძლოა დაუპირისპირდეთ მატყუარა ადამიანს თუმცა სიმართლე თქვენს მხარესაა, ამიტომ მოგიწევთ მისთვის ადგილის მიჩენა ან თქვენი ცხოვრებიდან მისი გასტუმრება.

თევზებიმოემზადეთ ახალი სტარტისთვის. სამყარო დიდ სიახლეებსა და გამოწვევებს გპირდებათ, ნუ დააგდებთ მოქმედების ტემპს და წარმატებასაც მალე მიაღწეთ.

Facebook Comments Box

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here