საბერძნეთში, ათენთან ახლოს მაშველები ისევ ტყის ხანძარს ებრძვიან. ინფორმაციას ამის შესახებ Kathimerini ავრცელებს.

მისი ცნობით, ხანძარი საკურორტო ქალაქ ნეა მაკრის გარეუბანში გაჩნდა, რომელიც ათენიდან 30 კმ-ში მდებარეობს.

ხანძარს 110 მეხანძრე ებრძვის. ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, წლევანდელი ზაფხული საბერძნეთში ბოლო 43 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა.

ანომალიური სიცხეების გამო საბერძნეთში ზაფხულის განმავლობაში 154 ხანძარი მძვინვარებდა. კუნძულ ევიაზე ევაკუაცია გამოცხადდა. ტემპერატურის რეკორდი (+47) ქალაქ ლანგადასში 4 აგვისტოს დაფიქსირდა. ხანძრებს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

Facebook Comments Box

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here