ბათუმში, მაშველებმა ჩამონგრეული კორპუსიდან კიდევ ერთი ბავშვი – ახალშობილი გამოიყვანეს. ბავშვი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.

ნანგრევებიდან კიდევ ერთი მცირეწლოვანი, წლის და სამი თვის ბავშვი ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს. მაშველები ამ დროისთვის ნანგრევებში მოყოლილი პირების სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოინგრა. მსხვერლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში, სავარაუდოდ, მოქალაქეები არიან მოყოლილნი. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

Facebook Comments Box

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here