ჩამოდის თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში – მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებს. საქართველოში ჩამოსვლა მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაანონსა, თუმცა როდის და რა გზებით შემოვა ქვეყანაში, არ განუმარტავს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის გეგმების შესახებ არაფერი იცის და ეს ცნობილი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ გახდება.

განცხადების შინაარსს გავიგებთ დღეს. მე არ ვიცი განცხადების შინაარსი, ეს ალბათ სულ მალე გახდება ცნობილი, – ამბობს დეკანოიძე.

Facebook Comments Box