11 ოქტომბერს, ლონდონის დროით 04:00 საათიდან, საქართველო ამოღებული იქნება დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმის ე. წ. წითელი სიიდან.

რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოდან მიმავალი მოქალაქეები ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით:

  • ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის გაკეთება საზღვარზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის მიზნით;
  • ტესტირების სამგზავრო პაკეტის შეძენა, რაც მოიცავს თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტების დაჯავშნას;
  • ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფლის ფორმის (locator form) შევსება 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის მითითებით.

რაც შეეხება არავაქცინირებულ მოქალაქეებს: ისინი ბრიტანეთში ჩასვლის შემდგომ გაივლიან 10-დღიან თვითიზოლაციას წინასწარ მითითებულ ადგილას და თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს ჩაიტარებენ PCR ტესტს.

ბრიტანეთის საყოველთაო ვაქცინაციის პროცესის ფარგლებში სრულად აცრილი პირები გამგზავრებამდე ტესტირებისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან და მათ ჩასვლიდან მხოლოდ მე-2 დღეს მოუწევთ PCR ტესტის ჩატარება.

Facebook Comments Box

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here