Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, თბილისში არჩევნების მეორე ტური იქნება.

კერძოდ, ორგანიზაციის გამოკითხვით, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:
„ქართული ოცნება“, კახა კალაძე – 43%,
„ნაციონალური მოძრაობა“, ნიკა მელია – 39%,
პარტია „საქართველოსთვის“, გიორგი გახარია – 7%.
„ხალხისთვის“, ანა დოლიძე – 4%,
„ლელო“, ანა ბიბილაშვილი – 2%,
„პატრიოტთა ალიანსი“, გიორგი ლომია – 1%,
“ჩვენი გაერთიანებული საქართველო”, რიჩარდ ოკბუნუჯუ -1%.

რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, 18:00 საათის მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ ხმას ამომრჩეველთა 46% აძლევს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 33%-ით.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხმები ასე გადანაწილდა:

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 6%,
„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ – 2%,
„ლელო“ – 2%,
„ევროპული საქართველო“ –2%,
„ხალხისთვის“ – 1%,
„გირჩი“ – 1%,
„მოქალაქეები“ – 1%,
„ლეიბორისტული პარტია“ – 1%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 1%,
„მესამე ძალა“ – 1%.

კვლევა Edison Research-მა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ჩაატარა და ის 18:00 საათის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს ასახავს. ქვეყნის მასშტაბით 14 660 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 2 %-ია ქვეყნის მასშტაბით

Facebook Comments Box

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here