ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა. სამივე მათგანი მამრობითი სქესისაა და, როგორც კლინიკის Facebook გვერდზე ვკითხულობთ, ძალიან ძლიერი და მამაცი ბიჭები არიან.

უკვე გავაცილეთ სახლში ჩვენი მორიგი 3 ტყუპი, ძალიან ძლიერი და მამაცი ბიჭები – გიორგი, მათე და ნიკოლოზი. ისინი 33 კვირის ვადაზე დაიბადნენ და გაიზარდნენ ჩვენს NICU განყოფილებაში“, – ნათქვამია ღუდუშაურის კლინიკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში.