დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ კორონავირუსის შემთხვევების ნახტომისებური ზრდის შემთხვევები კიდევ დაფიქსრიდება, შესაძლოა, ქვყანაში რეგულაციები გამკაცრდეს.

მისივე განმარტებით, ასეთი ნახტომისებური ზრდის შეკავების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

“თუ იქნა ე.წ. ნახტომისებური ზრდა და ეს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მერე დადგება საკითხი სხვადასხვა რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით. კუმულაციური იმუნიტეტი შეაჩერებს და შეამსუბუქებს მეხუთე ტალღას.

შეიძლება შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატოს, ამას მოჰყვება, თავისთავად აქტიური შემთხვევების ზრდა, გადატვირთვა ჯანდაცვის სექტორის და ყველა ის თანმდევი მოვლენები, რაც ახასიათებს ეპიდვითარების გაუარესებას. ამიტომ, აქ შეჩერების ერთადერთი გზა გახლავთ აცრების სერიოზული ინტენსიფიცირება” – ამბობს გამყრელიძე.

როგორც გამყრელიძე ამბობს, თუ ვაქცინაციის პროცესი არ გააქტიურდება, ქვეყანას რთული მეხუთე ტალღა ელის.

„სამწუხაროდ, 18 სექტემბრიდან მცირდება ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი, რაც ძალიან ცუდია. თუ ვერ გავზარდეთ აცრის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის უფრო რთული იქნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

Facebook Comments Box