იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

იტალიის პრემიერმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოსთვის მოსახლეობის 80% კორონავირუსზე აცრილი იქნება.

დღეისათვის, ქვეყანაში 12 წელს გადაცილებული ყოველი 10 მოქალაქიდან 7 ვაქცინირებულია.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ აღნიშნა, რომ ვაქცინაცია უკვე სავალდებულოა სამედიცინო მუშაკებისთვის და აღნიშნული მოთხოვნა სხვა პროფესიის წარმომადგენლებზეც გავრცელდება.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სექტემბრის ბოლოდან ჯანდაცვის სისტემა ე.წ. “ბუსტერული” დოზების შემოღებასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, იტალიის არავაქცინირებულ მოქალაქეებს რესტორნებში, მუზეუმებში, კინოთეატრებში, თვითმფრინავებსა და საქალაქთაშორისო მატარებლებში ასვლის უფლება შეზღუდული აქვთ.

Facebook Comments Box

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here