იტალიის მთავრობამ კოვიდპასპორტები ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახადა.

შესაბამის გადაწყვეტილებას იტალიის მინისტრთა კაბინეტმა დღეს დაუჭირა მხარი. ამრიგად, იტალია იქნება პირველი ქვეყანა, სადაც კოვიდპასპორტის წარდგენა ყველა დასაქმებულს მოუწევს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.

ახალი წესები 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება. შესაბამისი რეგულაციის მიხედვით, დასაქმებულს სამსახურში გამოცხადებისას მოსთხოვენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელების ცნობას ან კოვიდტესტის უარყოფით პასუხს.

სამსახურში კოვიდპასპორტის გარეშე მისვლის შემთხვევაში, დასაქმებული 600-დან 1 500 ევრომდე ოდენობით ჯარიმას გადაიხდის.

როგორც იტალიური მედია წერს, ამჟამად იტალიაში 13,9 მილიონ დასაქმებულს უკვე აქვს კოვიდპასპორტი, ხოლო 4,1 მილიონს ის ჯერ არ აუღია.

Facebook Comments Box

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here