იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლეილა გაგნიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს და მომხმარებლებს დახმარებას სთხოვს. მისი განმარტებით, იგი თაღლითობის მსხვერპლი გახდა… გთავაზობთ მის მიმართვას უცვლელად:

„ჩემო მეგობრებო, გთხოვთ გულდასმით წაიკითხოთ პოსტი. ძალიან გაბრაზებული ვარ. ვისაც გაქვთ რუსული სოცქსელი, კონტაქტები (მგონი სწორედ ვწერ) და ვისზეც მიგიწვდებათ ხმა, ჩემი დიდი თხოვნაა მოძებნეთ ამ პიროვნების გვერდი და აგრეთვე ბლოგიც და დაარეპორტეთ.

ვინმე ლუდმილა ბელოვოდსკაიას (რუსული შრიფტით) გადატანილი აქვს ჩემი ფოტოები და ნახეთ როგორ თაღლითობს. დარეპორტების დროს მიზეზი მიუთითეთ თაღლითობა. ძალიან გთხოვთ იქნებ თქვენი დახმარებით გაუუქმონ ეს თაღლითური გვერდი. გუშინ მეგობარმა შემთხვევით აღმოაჩინა, მისწერა რომ წაეშალა ფოტოები, მაგრამ უშედეგოდ. დამეხმარა აგრეთვე მეგობრის შვილიც.მადლობა თქვენ ჩემო მეგობრებო, კიდევ ერთხელ გთხოვთ გულთან მიიტანოთ და გაუკეთოთ რეპორტი ამ თაქღლით ქალს. ფოტოშოპით კარტიც კი დამაჭერინა ხელში. გამოიყენა აგრეთვე იტალიელ ბებიასთან გადაღებული ჩემი ფოტო და მიაწერა რომ ბებიისგან ფლობს ამ ვითომდა ნიჭს.ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას ვერა.“