იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლელა ლაჩაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელსაც emigrantebi.ge უცვლელად გთავაზობთ:

საღამომშვიდობის მეგობრებო, მინდა ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება, როგორც იცით მე ვიმყოფები ქ. ბარიში და კაიხანია ბარის ემიგრანტებში ვრცელდება ხმა (სხვა ქალაქებში რა ხდება ვერ გეტყვით) რომ იტალია კანონის ფარგლებში კოვიდ 19 თან დაკავშირებით გასცემს დახმარებას, 400 ევროს ოდენობით და ამ დახმარებით შეუძლია ისარგებლოს ყველა ემიგრანტმა განურჩევლად ეროვნების და მდგომარეობის. ბევრმა კიდეც ისარგებლა ამ დახმარებით და აიღო თანხა, მიუხედავად იმის აკმაყოფილებდა თუ არა იმ მოთხოვნებს, რაც იტალიის კანონით არის განსაზღვრული, ანუ ამ დახმარების ასაღებად („Reddito di emergenza“-ს ) თქვენ უნდა გქონდეთ დამადასტურებელი დოკუმენტი ე.წ. „permeso“ და „modello isee“.

და რაც ყველაზე მთავარია, რეკვიზიტი წინა წლის შემოსავლების, რომელიც მოდელი ისეს სახით უნდა წარადგინოთ,მათ ვინც ახლა აიღო პერმესო ამ საბუთის წარდგენა არ შეუძლია და შესამაბისად ვერც დახმარებას ვერ აიღებს და თუ ვინმემ არალეგალური გზით აიღო ეს დახმარება, როგორც კი პიროვნება გახდება ლეგალური, ანუ აიღებს პერმესოს, ამ თანხის უკან დაბრუნებას მოსთხოვენ და არ დაბრუნების შემთხვევაში დაიბლოკება მისი პერმესო და არა მხოლოდ პერმესო, გაგზავნილი პრაქტიკებიც დაიბლოკება. ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში და ნუ ენდობით გაურკვეველი წარმომავლობის ოფისებს, რომლებიც პასუხს არაფერზე აგებენ. სიკეთით ბრძანდებოდეთ. ვეცადე გასაგებ ენაზე ამეხსნა თქვენთვის საფრთხე, რომელიც არსებობს.

წყარო ქართული დიასპორა იტალიაში/Diaspora georgiana in Italia/

Facebook Comments Box