იტალიის ხელისუფლება მომავალო ორშაბათიდან კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე ვიზიტორების დასაშვებ რაოდენობაზე სანიტარიულ შეზღუდვებს შეამსუბუქებს. ინფორმაციას ANSA ავრცელებს.

11 ოქტომბრიდან კინოთეატრების, თეატრებისა და საკონცერტო დარბაზების შევსება 100%-ით იქნება ნებადართული. ახლა დასაშვებია 50%.

შენობაში ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებელთა მაქსიმალური რაოდენობა სრული რაოდენობის 60%-მდე გაიზრდება, ღია ცის ქვეშ – 75%-მდე.

დისკოთეკებისთვის, მაქსიმალური ტევადობა განისაზღვრება: 50% შენობაში და 75% გარეთ.

იტალიაში, კულტურული და სპორტული დასვენების ადგილების მონახულება, ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა ნებადართულია მხოლოდ ე.წ. მწვანე საშვების შემთხვევაში. მასში მოცემულია ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ან COVID-19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხის შესახებ. ასევე სავალდებულოა პირბადის ტარება.

Facebook Comments Box

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here