იტალიური ქალაქის, ასტის მკვიდრმა შინაპატიმრობა სპეციალურად დაარღვია, რათა თავის სიდედრთან ერთად ერთ სახლში აღარ დარჩენილიყო. ამის შესახებ გამოცემა La Repubblica წერს.

მისი ცნობით, მამაკაცმა პოლიციას დაურეკა და განაცხადა, რომ სიდედრის ატანა აღარ შეეძლო, თუმცა ციხეში გადაყვანაზე უარი მიიღო.

მაშინ ის სახლიდან გაიქცა, რისი გაკეთებას კატეგორიულად ეკრძალებოდა. 52 საათის შემდეგ მამაკაცი პოლიციაში თავად გამოცხადდა იმ იმედით, რომ მას საკანში მოათავსებენ, თუმცა პოლიციამ ის ისევ არ დააკავა. მამაკაცი იმდენად განრისხდა, რომ სამართალდამცავებს თავს დაესხა.

პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და თავდასხმისთვის მამაკაცი ციხეში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბრალი დაუმძიმდა, ის აცხადებს, რომ მაინც ბედნიერია, რადგან სიდედრთან ერთად ცხოვრება აღარ მოუწევს.