სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი Nina Georgiana აქვეყნებს პოსტს, რომლებსაც emigrantebi.org ი უცვლელად გთავაზობთ:

იტალიის, კერძოდ კი ტოსკანას რეჯონეს ემიგრანტებო, კარგი ამბავი მინდა გითხრათ 🥰 დღეს, შეხვედრა გვქონდა ქალაქ პისტოიას მერთან ბატონ ალესსანდრო ტომაზისთან, ქართული ასოციაციის დაფუძნების თაობაზე – განვიხილეთ გეგმები,პრიორიტეტები და ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები.

ბატონი მერი დაგვპირდა მხარდაჭერას და გულითადი მოკითხვა შემოგითვალათ ყველა ქართველს,რომლებიც იმყოფებით და შრომობთ იტალიაში.

ასოციაციის მთავარი ოფისი გვექნება პისტოიაში. საწყისი ეტაპისთვის ვიმუშავებთ ხუთშაბათსა და კვირას,დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს საჭიროებებისა და სურვილების მიხედვით.

ცოტა ხანში დასრულდება რეგისტრაციის პროცედურებიც და შეგეძლებათ გაწევრიანდეთ ოფიციალურად,იტალიური კანონდებლობის მიხედვით და მიიღოთ თქვენთვის საჭირო მომსახურებები. მიიღოთ მონაწილეობა მერიისა და ჩვენი ასოციაციის ერთობლივ პროექტებში,რომლებიც შინაარსიანიც იქნება და სასიამოვნოც…

👇ქვემოთ კი,შეგიძლიათ იხილოთ ასოციაციის ლოგო და ობიექტივები.
გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი – კიდევ რა სახის მომსახურებას ისურვებდით,ან რა ცვლილებებს შეიტანდით ?

ქართული ასოციაცია ტოსკანაში AGT აუცილებლად გახდება თქვენი პატარა საქართველო იტალიაში. 🇬🇪💌🇮🇹ნვიხილეთ გეგმები,პრიორიტეტები და ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები.

ბატონი მერი დაგვპირდა მხარდაჭერას და გულითადი მოკითხვა შემოგითვალათ ყველა ქართველს,რომლებიც იმყოფებით და შრომობთ იტალიაში.

ასოციაციის მთავარი ოფისი გვექნება პისტოიაში.
საწყისი ეტაპისთვის ვიმუშავებთ ხუთშაბათსა და კვირას,დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს საჭიროებებისა და სურვილების მიხედვით.

ცოტა ხანში დასრულდება რეგისტრაციის პროცედურებიც და შეგეძლებათ გაწევრიანდეთ ოფიციალურად,იტალიური კანონდებლობის მიხედვით და მიიღოთ თქვენთვის საჭირო მომსახურებები. მიიღოთ მონაწილეობა მერიისა და ჩვენი ასოციაციის ერთობლივ პროექტებში,რომლებიც შინაარსიანიც იქნება და სასიამოვნოც…

👇ქვემოთ კი,შეგიძლიათ იხილოთ ასოციაციის ლოგო და ობიექტივები.
გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი აზრი – კიდევ რა სახის მომსახურებას ისურვებდით,ან რა ცვლილებებს შეიტანდით ?

ქართული ასოციაცია ტოსკანაში AGT აუცილებლად გახდება თქვენი პატარა საქართველო იტალიაში. 🇬🇪💌🇮🇹

Facebook Comments Box