მასშტაბური ტყის ხანძრების გამო იტალიის ხელისუფლებამ სამხრეთ რეგიონებში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. ამის შესახებ მთავრობაში განაცხადეს.

”მინისტრთა საბჭომ, თავმჯდომარე მარიო დრაგის ინიციატივით, გადაწყვიტა, ტყის ხანძრების გავრცელებასთან დაკავშირებით ექვსი თვის ვადით საგანგებო რეჟიმი კალაბრიის, მოლიზეს, სარდინიისა და სიცილიის რეგიონებში გამოეცხადებინა”, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

გარდა ამისა, აღინიშნება, რომ საგანგებო რეჟიმი ექვსი თვის ვადით ასევე ლომბარდიის სამ პროვინციაში ცხადდება. ამის მიზეზი “მეტეოროლოგიური მოვლენებია, რომლებიც 2021 წლის 3 ივლისიდან 8 აგვისტომდე მოხდა”. საუბარია კომოზე, სონდრიოზე და ვარეზეზე.