კორონავირუსით 34 წლის ინა ლომინაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე” ავრცელებს.

როგორც პოსტიდან ირკვევა, ახალგაზრდა ქალი ემიგრაციაში იყო. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

“გარდაიცვალა ემიგრანტი 34 წლის ინა ლომინაძე. ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე უკეთილშობილესი, მისი კოვიდთან სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა, დასრულდა უცხო მიწაზე. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.

უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა, 34 წლისას მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. ინას 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა…

შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა.

ვინც გიცნობდა, ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.”, – აღნიშნულია პოსტში

Facebook Comments Box

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here