ყვარელში, “საქართველოს ბანკში”, სავარაუდოდ მძარცველი შეიჭრა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული, ხოლო ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ვიდეოს ავტორი და თვითმხილველი ამტკიცებს, რომ ბანკში მძარცველია შეჭრილი და ყაჩაღობა ამ წუთებში მიმდინარეობს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, შეჭრილ პირს აქვს ხელყუმბარა და აყვანილი ჰყავს მძევალი.