ერაყში, ადგილობრივი შეიხის სახლის ძარცვაში მონაწილე ქართველების ვინაობა ცნობილია.

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ერაყში უპრეცედენტო მასშტაბის ძარცვაში მონაწილე 2 პირი ადიგენელი ცოლ-ქმარი მარიკა და თენგიზ შაინიძეები არიან. ისინი წლების განმავლობაში ერაყში ცხოვრობდნენ.

მარიკა შაინიძე მილიონერი შეიხის სახლში რამდენიმე წელი მუშაობდა.

გამოძიების ინფორმაციით, სწორედ შეიხს მოპარეს შაინიძეებმა თანამზრახველებთან, აკაკი საგინაძესა და ცოტნე მჭედლიძესთან ერთად 2 მილიონ 600 ათასი დოლარი და 4 კგ ოქრო.

მილიონობით დოლარის და მოპარული ოქროს დიდი ნაწილი ნაძვნარის ტყეში, მიწაში დამარხეს, ნაწილი კი თან წაიღეს და მიიმალნენ. პოლიციამ ამ დრომდე ვერ დაადგინა დანაშაულში მხილებული ვერც ერთი ქართველის ადგილსამყოფელი.